ძაღლის გაწვრთნის 10 რჩევა ცეზარ მილანისგან » DOGTIME | ყველაფერი ძაღლების შესახებ
newimg
გამოქვეყნდა 1-07-2018, 12:06
ცეზარ მილანი, უფრო მეტად კი ცნობილი როგორც “The Dog Whisperer“, სთავაზობს რამდენიმე გამოცდილ მეთოდს იმ ძაღლების პატრონებს, ვისაც უძნელდება თავისი ძაღლის გაწვრთნა. მათ შორის კი ეს 10 რჩევაა, რომელიც ადამიანებს, ვინც ახლახანს გადაწყვიტა გახდეს ძაღლის პატრონი, დაეხმარებათ უკეთ გაუგონ მათ.

ნავარჯიშები ძაღლი ნიშნავს გაწვრთნილს

ცეზარ მილანი ხშირად ხვდება ძაღლის პატრონებს, ვისაც არ გამოსდიოდა სწორად ძაღლის ვარჯიში. მის წიგნში “ოჯახის წევრი“, მილანი აღნიშნავს, რომ ძაღლის გაწვრთნა თეორიულად შეუძლებელია, თუ პრაქტიკულად ყოველ დღე არ ეურთიერთეთ და ავარჯიშეთ.

როგორც პატარა ბავშვებს, ძაღლებს ჭირდებათ განრიგი

როგორც პატარა ბავშვებს ესაჭიროებათ განრიგი და მის გარეშე ვერაფერს აკეთებენ, ასე სჭირდებათ ძაღლებსაც. ძაღლი განრიგის გარეშე ნიშნავს იმას, რომ ის ან რეჟიმიდან საშინლად ამოვარდება ან გახდება უმოქმედო. მათ სჭირდებათ განსაზღვრული დრო, როდესაც შეჭამენ, ივარჯიშებენ, გაიწვრთნებიან თუ ისეირნებენ.

ლიდერობა წვრთნის დასაწყისია

წვრთნის პროცესს აუცილებლად ჭირდება ხროვის ლიდერი/წინამძღოლი. ძაღლის რჩეული, ვისაც თავად ამოირჩევს, წაუძღვება პროცესს, რადგან მას უჯერებენ ხროვის სხვა წევრები.

შეიმაგრეთ ნერვული სისტემა

თქვენ დაგჭირდებათ ნამდვილად ძლიერი მენტალური სიძლიერე, რადგან გაუმკლავდეთ თქვენი პარტნიორის, ამ შემთხვევაში ძაღლის ურჩობას. თქვენს ძაღლს შეუძლია იგრძნოს თუ შეგეშინდათ მისი ან ერიდებით, ამიტომ თქვენი ემოციური მდგომარეობა აუცილებლად ძლიერი უნდა იყოს, როგორც ინიციატორი ხროვის ლიდერის !

დისციპლინა და დასჯა სინონიმები არ არის !

ძალიან მოინდომეთ, სწორად მიუდეგით თქვენს ოთხფეხა მეგობრებს და დასჯა არ გახდება საჭირო ! საჭიროა დრო და დიდი მონდომება, რათა შენიშნოთ გამოსწორებული დეტალები თქვენი ძაღლის ქცევაში. არ შეგიშალოთ ხელი თქვენი ხასიათის სისუსტემ და არ დანებდეთ, რადგან მონდომება ძირითადი რგოლია, ძაღლის წვრთნის ჯაჭვში.

ძაღლი არის ძაღლი

ჰუმანური მანერებით მოპყრობა ძაღლისადმი რა თქმა უნდა ნორმალურია, თუმცა ნუ დაგავიწყდებათ, რომ ის ძაღლია და არა ადამიანი ბავშვი. მხოლოდ ისეთი ძაღლები, რომელთაც გააზრებული აქვთ მათი როლი ხროვაში/ოჯახში, შესაძლებელია გაიწვრთნას. აურევთ მათ როლს ? პრობლემები მაშინვე იჩენს თავს…

ძაღლებს ჭირდებათ საზღვრები

მიჰყევით ცეზარ მილანის გზას, და გაუვლეთ თქვენს ძაღლს საზღვრები. თუ თქვენი ძაღლის ყეფა ხალხში გიშლით ხელს, მიაქციეთ ამ საკითხს მეტი ყურადღება. თუ მისი რომელიმე ოთახში შეშვება არ გსურთ, ყურადღება სწორედ ამ კონკრეტულ საკითხზე გაამახვილეთ და არა მის ზოგად რჩევაზე. იყავით კონკრეტული.

სიმტკიცე აუცილებელია

ძალიან ადვილია, ძაღლს თქვენი საჭმლის თეფშიდან მისცეთ ერთი მარცვალი “მხოლოდ ერთხელ რა უჭირს…“, მაგრამ იცოდეთ ფრთხილად იყავით. საიდან უნდა იცოდეს ძაღლმა, რომ რაც შეიძლება დღეს, არ შეიძლება ხვალ? ამიტომ ნუ გაგიკვირდებათ მისი მომდევნო დღეების რეაქცია, რომ თუ გუშინ შეიძლებოდა თქვენი პორციის გაყოფა, დღეს რატომ არ შეიძლება? იყავით მტკიცე !  ვიცი, ძალიან ძნელია, მაგრამ ნუ გაუყოფთ თქვენს საჭმელს მათ.

ყველა ოჯახის წევრი – გემბანზე !

ოჯახის ყველა წევრია აუცილებელი ჩაერთოს ამ საკითხში, რათა სწორად მოხდეს ძაღლის გაწვრთნა. თქვენ, თქვენი პარტნიორი თუ ნებისმიერი ოჯახის წევრი, აუცილებელია იყოთ ერთ აზრზე და ერთნაირად დაუშალოთ ან მისცეთ ნება ძაღლს კონკრეტულ ქმედებაზე. შესაძლოა თქვენ ხართ ხროვის ლიდერი, თუმცა სხვა ოჯახის წევრებიც არანაკლებ მნიშვნელოვანია ძაღლისთვის, ასე რომ მათგან მიღებული დაშვება გარკვეულ საკითხებზე, რომელსაც თქვენ უკრძალავთ, გაურკვევლობაში ჩააგდებს ძაღლს.

დაიწყეთ დღესვე !

არასდროს არის გვიანი ან ადრე, დაიწყოთ ძაღლთან სწორი ურთიერთობა. არ აქვს მნიშვნელობა, ის ჯერ კიდევ ლეკვია თუ უკვე ზრდასრული ძაღლი, დაიწყეთ მასთან ურთიერთობა დღესვე, და მიაღწიეთ იმას, რასაც ცეზარ მილანი უწოდებს “ბალანსს ადამიანებსა და ძაღლებს შორის“.

წყარო: mydog.ge
შემოგვიერთდით
Image
Image