მინიატურული ბულ ტერიერი » DOGTIME | ყველაფერი ძაღლების შესახებ
ფასი: 1000 დოლარი
რუსეთი
ნახვები: 55
ჯიშის დახასიათება
მეგობრულია?:
კი
სახლის პირობებში ცოდოა:
არა
ადვილად იწვრთვნება?:
კი
ადვილი მოსავლელია?
კი
ბეწვი ძალიან ცვივა?
არა
რამხელა იზრდება?
პატარა
გამოქვეყნდა 29-11-2018, 14:03
მინიატურული ბულტერიერი (ინგლ. Miniature Bull Terrier) — ძაღლის ჯიში, რომელიც გამოყვანილია დიდ ბრიტანეთში XIX საუკუნეში.
როდესაც დაიწყო მსხვილი მებრძოლი ბულტერიერების გეგმაზომიერი გამრავლება, ზოგმა გადაწყვიტა, საპირისპირო შედეგის მიღება.
სწორედ ასე გაჩნდა მინიატურული ბულტერიერი - სტანდარტული ბულტერიერის შემცირებული ვარიანტი, რომელსაც არც თუ ისე მინიატურული გაბარიტები აქვს.
მინიატურული ბული სათავეს ერთ-ერთი სტანდარტული ბულტერიერის პატარა ლეკვებიდან იღებს, რომლებიც 1930 წელს გაჩნდნენ.
შემდგომში ისინი შეაჯვარეს იმ ძაღლებთან, რომლებიც ცოცხლები დარჩნენ. 4-5 კილოგრამზე ნაკლები ჯუჯა ბულტერიერების შექმნის წარუმატებელი მცდელობის შემდეგ.
მინი ბული სტანდარტულისგან განსხვავდება უფრო მეტი "ტერიერის" ხასიათით და ზოგჯერ იქცევა როგორც "დამნაშავე", რომელსაც გაღიზიანების მოულოდნელი აფეთქებები ახასიათებს".
მინი ბული ცუდი მოდარაჯე არ არის და მცირე ზომების გამო კარგად ეგუება ქალაქის ბინას. მის ბალანს განსაკუთრებული მოვლა არ სჭირდება.
ბალნის შეფერილობა შეიძლება იყოს თეთრი, მოყვითალო-ყავისფერი, ჟღალი, სამფერი (შავი, ჟღალი, თეთრი), მუქი-ვეფხვისებრი.
აქვს დაცქვეტილი დიდი ყურები, ძლიერი თეძოები და დაკუნთული ფეხები, წინიდან შეხედვისას მკერდი განსაკუთრებით ფართო ჩანს.

სიმაღლე: 26 - 36 სანტიმეტრი
წონა: 9 – 16 კგ
სიცოცხლის ხანგძლივობა: 10 – 14 წელი
შემოგვიერთდით
Image
Image